Skip to content

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

აფროსნობის ფედერაცია

ჩვენს შესახებ



აფროსნობას აჭარაში მრავალწლიანი დიდებული ისტორია აქვს.პირველად აფროსანთა სკოლა-კლუბი ქ.ბათუმში 1964 წელს დაარსდა, სადაც არაერთი აღიარებული სპორტსმენი გაიზარდა. 1994 წელს მოხდა სკოლის შენობის დემონტაჟი და გაუქმდა ქ.ბათუმის აფროსანთა კლუბიც. მოყვარულ მეთევზეთა კლუბ „დელფინის“ ინიციატივით, სადაც ასევე გაწევრიანებულები არიან ძველი ბათუმელი აფროსნებ, გაჩნდა ახალი ინიციატივა, ქ.ბათუმში აფროსნული სპორტის აღდგენის და აღორძინების შესახებ. მოყვარულ მეთევზეთა კლუბმა“დელფინი“ და აჭარის აფროსნობის ფედერააციამ ერთიანად, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, დაარსა ბათუმში აფროსნობის სპორტული სკოლა. ჩვენს მიერ დაარსებულ სკოლაში აფროსნობას, ბავშვები და მოზარდები შეისწავლიან სრულიად უფასოდ. ჩვენივე ხარჯებით შევიძინეთ 14 აფრიანი და 2 მოტორიანი ნავი,რომლითაც მიმდინარეობს სასწავლო ვარჯიშები. ასევე ვგეგმავთ, ოლიმპიური კლასის ნავების რაოდენობა 50 ერთეულამდე გავზარდოთ. შესაბამისად, ჩავატაროთ შეჯიბრებები და მონაწილეობა მივიღოთ საერთაშორისო სპორტულ ღონისშიებებსი, როგორც საქართველოში,ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. უახლოეს მომავალში შევიძენთ შესაბამის ინვენტარსა და აფროსნულ ნავებს,რათა შშმ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის შესაძლებელი იყოს აფროსნულ პარასპორტულ ვარჯიშებსა და შეჯიბრებებში მაქსიმალური ჩართვა. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი შრომისა და თითოეული ბათუმელის დიდი ძალისხმევით, აფრსოსნული სპორტული სკოლა წარმატებული იქნება და არა ერთ ღირსეულ სპორტსმენს გაუზრდის ქალაქს და რესპუბლიკას.

გუნდი

დომენტი აფაქიძე

ვიცე პრეზიდენტი


მიხეილ კილასონია

ვიცე პრეზიდენტი
სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი

რომან ჯიქია

ვიცე პრეზიდენტი

იორდან ბიკოვი

პრეზიდენტი

გალერეა


ajariansf@gmail.com

+995555170019

Find Us